2022-03-31 12:14:15, 9889 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის რადა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 148 ბავშვი დაიღუპა, 232 კი დაშავდა
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად, 31 მარტის მდგომარეობით, უკრაინაში 148 ბავშვი დაიღუპა და 232 დაშავდა. - ამის შესახებ რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა.
„31 მარტის მონაცემებით, დადასტურებული წყაროების მიხედვით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე დაიღუპა - 148 და დაშავდა 232 ბავშვი.“, - განაცხადა დენისოვამ.
ამასთან, დენისოვამ განმარტა, რომ დაღუპული და დაჭრილი ბავშვების რეალური რაოდენობა აქტიური საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე საბოლოო არ არის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,