|
2022-03-30 10:52:36, 1053 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები ისრაელში საქმიან შეხვედრებს მართავენ
რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები ისრაელში საქმიან შეხვედრებს მართავენ. უწყების ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე მსხვილი ტურისტული კომპანიების, მედიაპლატფორმების წარმომადგენლებთან და ინფლუენსერებთან გამართულ შეხვედრებზე ურთიერთანამშრომლობის პირობებს განიხილავს, რაც სარეკლამო აქტივობებისა და პრეს-ინფოტურების ფარგლებში აჭარის შესახებ რეპორტაჟების, სიუჟეტების, ბლოგებისა და სტატიების მომზადებას ითვალისწინებს. როგორც მსხვილი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას იკვეთება, ებრაელი ვიზიტორების დიდი ნაწილი რეგიონის ბუნებით, ეროვნული პარკებითა და კულინარიით ინტერესდება. საქმიანი შეხვედრები ისრაელის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის „IMTM 2022” ფარგლებში ხორციელდება, რომელშიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს. ისრაელი აჭარისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, საიდანაც ვიზიტორების რაოდენობა რეგიონში ყოველწლიურად მზარდია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)