16:09 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-29 13:12:48, 882 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი - ჩემმა დაგინებამ აღფრთოვანება გამოიწვია ხალხში, მირეკავდნენ და გახარებულები იყვნენ

ჩემმა დაგინებამ აღფრთოვანებმა გამოიწვია ხალხში, ხალხი მირეკავდა და გახარებული იყო, იმიტომ რომ ბოდიში და ესეთი ნაძირლების პარტია ბრძანდებით, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ დასრულებული პარტიაა და შეუძლებელია, მან გაიმარჯვოს ან ხელისუფლებაში მოვიდა.

ამასთანავე, ყაველაშვილმა მიმართა ახალგაზრდებს, სანამ დრო არის გავიდნენ და გაემიჯნონ „ნაციონალურ მოძრაობას“.

„ამ „ომის პარტიას“ და ამ „ბოროტების პარტიას“ მივმართავ, ახალგაზრდებსაც მივმართავ, სანამ დრო არის კიდევ ერთხელ, მოგიწოდებთ, რჩევას ვიძლევი, აღარ ვიგინები - სანამ დროა, კარგად დაფიქრდით, არ მინდა რომ ამ პროექტის ნაწილებად დარჩეთ, სანამ დრო არის გაემიჯნეთ და გადით ამ პარტიიდან და თუ გაქვთ შესაძლებლობა ის ადამიანობა, ღირსება, რაზეც გინდათ თქვენი მომავალი ააწყოთ, დრო არის რომ გაემიჯნოთ. პირდაპირ გეუბნებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დამთავრებულია, შეუძლებელია, რომ ამ ქვეყანაში როდისმე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვოს და მოვიდეს ხელისუფლებაში. ერთი და იგივე ხდება, იმიტომაც იღებთ 2%-ს და 1%-ს, იმიტომ რომ ხალხს არ უსმენთ და არ იცით განწყობა. სამწუხაროა, ჩემმა დაგინებამ აღფრთოვანებმა გამოიწვია ხალხში, ხალხი მირეკავდა და გახარებული იყო, იმიტომ რომ ბოდიში და ესეთი ნაძირლების პარტია ბრძანდებით“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ პლენარულ სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილმაოპოზიციას დედა შეაგინა და მიმართა: „საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს, ჩვენ და თქვენ შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შევე*ი მე".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics