09:22 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-29 11:41:28, 564 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატი - 2021 წელს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ბრუნვამ 6.4 მლრდ ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს საქართველოში 469 ერთეული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ფუნქციონირებდა, რომლის 46.3 პროცენტი თბილისში, 25.8 პროცენტი - აჭარაში, 8.1 პროცენტი - ქვემო ქართლში, 7.7 პროცენტი - იმერეთში, 3.2 პროცენტი - კახეთში, 3.2 პროცენტი - სამეგრელოზემო სვანეთში, ხოლო 3.2 პროცენტი დანარჩენ რეგიონებშია განთავსებული.

უწყების ცნობით, გასულ წელს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ შესყიდული და გაყიდული ვალუტის მთლიანმა ბრუნვამ 6.4 მლრდ. ლარი შეადგინა, საიდანაც 51.8 პროცენტი - აშშ დოლარზე, 14.7 პროცენტი - ევროზე, ხოლო 33.5 პროცენტი სხვა ვალუტაზე მოდის.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ 2021 წელს შეძენილი იყო 543.0 მლნ. აშშ დოლარი და 135.3 მლნ. ევრო. იმავე პერიოდში გაყიდული აშშ დოლარისა და ევროს მოცულობა კი შესაბამისად შეადგენდა 520.5 და 132.0 მილიონს.

2021 წლის განმავლობაში ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა მომსახურება გაუწიეს 1 664 ათას კლიენტს, საიდანაც 1 651 ათასი ფიზიკური, ხოლო 13 ათასი - იურიდიული პირია. იმ ფიზიკური პირებიდან, რომელთაც გაეწიათ მომსახურება, 85.9 პროცენტი ადგილობრივი, ხოლო დანარჩენი 14.1 პროცენტი - უცხოელია.
2021 წელს სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობა 29.7 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 37.0 პროცენტი აშშ დოლარზე, 10.7 პროცენტი ევროზე, ხოლო 52.3 პროცენტი სხვა ვალუტაზე მოდის. ბანკებში არსებული ფულადი სახსრების მთლიანი მოცულობა 1.8 მლნ ლარი, სრულიად ნაწილდება მხოლოდ რეზიდენტ ბანკებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics