15:39 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-29 09:50:02, 719 ნახვა

მსოფლიო
იაპონია რუსეთისთვის ძვირადღირებული მანქანების, მოტოციკლებისა და ალკოჰოლის მიწოდებას კრძალავს

იაპონიის ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი, ეკონომიკური სანქციები მოამზადა, რომელიც ქვეყანას უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ოფიციალური ტოკიოს გადაწყვეტილებით, 5 აპრილიდან რუსეთში იაპონური ძვირადღირებული მანქანების, მოტოციკლებისა და ალკოჰოლის ექსპორტი აირძალება.

გარდა ამისა, აიკრძალება იაპონური ხელოვნების ნიმუშების, ბეწვის, სამკაულების, თამბაქოს და კოსმეტიკური საშუალებების მიწოდება რუსეთისთვის. 

ცნობისთვის, მანამდე დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს იაპონია ვერ შეუერთდა. ტოკიოს პოზიციის საპასუხოდ, რუსეთმა განაცხადა, რომ აჩერებდა მოლაპარაკებებს იაპონიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაზე და გააუქმა კურილის კუნძულებზე იაპონიის ვიზიტების უვიზო რეჟიმი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics