|
2022-03-28 10:46:20, 854 ნახვა
მსოფლიო
Billingcat-ის ჟურნალისტ-გამომძიებელი - თუ კიევის აღება ვერ მოხერხდა, რუსეთმა შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენოს
Billingcat-ის პროექტის ჟურნალისტ-გამომძიებელი, ხრისტო გროზე აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია განიხილავს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას უკრაინის წინააღმდეგ, რაც კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მოულოდენლად გაუჩინარებული რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ახლა უფას მახლობლად მდებარე საიდუმლო ბუნკერში იმალება, რასაც საჰაერო მოგზაურობის მონაცემებიც ადასტურებს. ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ რუსეთის ფედერაცია წინასწარ მალავს სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, თუ რეალურად განიხილავს ბირთვული იარაღის გამოყენების სცენარს. ამასთანავე, ჟურნალისტის თქმით, თავად ვლადიმერ პუტინი სხვა ბუნკერში იმალება, რომელიც ურალთან არის განთავსებული. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენად რეალურია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს ჟურნალისტმა უპასუხა: „იცით რა, რთულია ამაზე პასუხის გაემა. ჩვენ ვესაუბრეთ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს. ის ადამიანები, რომლებიც ომის დაწყებამდე, ჯერ კიდევ დეკემბერ-იანვარში გვაფრთხილებდნენ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მეტად სავარაუდოა, რომ ვლადიმერ პუტინს ეს თავად სურს, ის საკუთარ ახლო წრეს ეუბნება, რომ მზად არის ამაზე წავიდეს, ეს ადამიანებიც კი ახლა ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინი კიევის აღების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, სავარაუდოდ, გასცემს ამ ბრძანებას. მაგრამ მას არ შეუძძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი პირობითი წითელი ღილაკით. ეს წითელი ღილაკი არსებობს, მაგრამ არის 5 ადამიანი, რომლებმაც უნდა შეასრულონ ყველა ეს ბრძანება ჯაჭვში, სანამ ბირთვული რეზერვის მქონე რაკეტა აფრინდება. ჩვენი წყაროები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ ხუთიდან იქნება რამდენიმე მაინც, ვინც ამ ბრძანების შესრულებაზე უარს იტყვის“, - აცხადებს ჟურნალისტი.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)