2022-03-26 20:40:58, 1084 ნახვა
პოლიტიკა
ბაიდენმა უკრაინელ დევნილებთან შეხვედრის დროს პუტინს ჯალათი და ყასაბი უწოდა
პოლონეთში უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს "ჯალათი" და ყასაბი უწოდა.
ბაიდენმა გაიხსენა ომთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილებაც და აღნიშნა, რომ მას მუდამ აოცებს „ადამიანის სულის ძალა და სიღრმე.“
„ეს გასაოცარია, იხილო ამდენი პატარა ბავშვი. მათი ჩახუტება გინდება. გინდება მადლობა გადაუხადო. ეს ამაყად გაგრძნობინებს თავს.
ამ ბავშვთაგან ყველამ რაღაცის გაკეთება მთხოვა „ილოცეთ მამაჩემისთვის ან ბაბუაჩემისთვის, ან ჩემი ძმისთვის, ვინც იქაა და იბრძვის. და მე მახსოვს როგორია, როცა ვიღაც ომის ზონაში გყავს. ყოველ დილით შენ დგები და ფიქრობ. უბრალოდ ფიქრობ. და ლოცულობ რომ ის სატელეფონო ზარი არ მიიღო“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,