|
2022-03-26 09:56:25, 914 ნახვა
მსოფლიო
CNN - რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან უკრაინაში ჯარებს აგზავნის
რუსეთს სამხედრო პერსონალი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიდან უკრაინაში გადაჰყავს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი CNN-ზე დაყრდნობით წერს. ამასთანავე, მედიასაშუალებები პენტაგონსა და აშშ-ის მაღალჩინოსენზე დაყრდნობით, კონკრეტულად ვერ ასახელებენ სამხედროების რიცხვს, რომელიც რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში გააგზავნა. ფაქტზე, რომ „რუსული გარნიზონები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან“ უკრაინის მიმართულებით მოძრაობენ, ჯერ კიდევ 20 მარტს, კონფლიქტის დაზვერვის გუნდმა გაავრცელა. ორი დღით ადრე კი, უკრაინის დროებითმა ელჩმა თბილისში, ანდრეი კასიანოვმაც დაადასტურა. ცნობისთვის, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა რუსეთის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-4 გვარდიული სამხედრო ბაზა, ხოლო მე-7 ბაზა აფხაზეთის ტერიტორიაზეა. 2009 წელს, როცა ეს ბაზები იქმნებოდა, პერსონალის რაოდენობა 1 400 ადამიანს შეადგენდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)