|
2022-03-25 12:42:14, 1385 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
შუახევის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ფატი ჭაღალიძე უძღვებოდა. შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ,,გენდერული თანასწორობის საბჭოს 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის" გაცნობა და შუახევის ,,მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული საკითხების განხილვა და სამომავლო პერსპექტივებში ასახვა; ,,მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერის პროექტი". საბჭოს წევრებმა სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე, აქტივობებსა და იმ მნიშვნელოვან გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც გენდერული საბჭოს მუშაობის პროცესში წამყვან როლს ასრულებს. გენდერული თანასწორობის საბჭო არის მუნიციპალიტეტის სათათბირო–საკონსულტაციო ორგანო, რომელიც ,,გენდერული თანასწორობის შესახებ" საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის საკითხებს, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)