16:09 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-25 12:16:57, 1082 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: ის, რომ სააკაშვილი მფარველობდა გირგვლიანის მკვლელებს, სტრასბურგს აქვს დადგენილი და ახლა სტრასბურგის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

საქართველოში ყველამ იცის, რა მოხდა ვალერი გელაშვილის საქმესთან დაკავშირებით, გირგვლიანის მკვლელების საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისად, რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს მისი [სააკაშვილის] სარჩელი, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში ,,იმედი LIVE’’ განაცხადა.

„საქმე ეხება ორ თემას - ვალერი გელაშვილის საქმეს, სადაც სააკაშვილმა უნდა დაამტკიცოს სტრასბურგში, რომ ვალერი გელაშვილი არ უცემიათ, ის ამაში გარეული არ ყოფილა და ა.შ. და მეორე არის გირგვლიანის საქმე, სადაც საუბარია მკვლელების მფარველობაზე. ის, რომ მაშინდელი პრეზიდენტი მფარველობდა გირგვლიანის მკვლელებს, თვითონ სტრასბურგს აქვს თავის დროზე დადგენილი და გამოდის, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სტრასბურგში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოში განხილვის არსებით ეტაპზე გადადის. იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, საქმეში, რომელიც ვალერი გელაშვილის ეპიზოდსა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებას გულისხმობს, საქართველოს ძალიან მყარი არგუმენტები აქვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics