16:10 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-25 12:16:01, 979 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციისთვის ჩაებარებინა

სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთის ფედერაციისთვის ჩაებარებინა ჩვენი ტერიტორიების 20%, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

„სააკაშვილს ომში საკუთარი გამოცდილება ჰქონდა, გახსოვთ 8-ში დაიწყო ფართომასშტაბიანი მოქმედებები და 10-ში უკვე ცალმხრივად გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ეს არის სააკაშვილის გამოცდილება ომში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ჯარისკაცები გმირულად იბრძოდნენ, არა მარტო ორი დღის, არამედ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მერე გახსოვთ როგორ გაგრძელდა ეს პროცესები, მანამდე რას აკეთებდა, როგორ შემოხაზა ყოფილი სამხრეთ ოსეთის საზღვრები და ა.შ.

მას ყველაფრის ფასად უნდა ციხის დატოვება, მას უნდოდა ურისკოდ შემოსულიყო საქართველოში, თუმცა ბუნებრივია ეს ასე ვერ იქნებოდა, მას მოუწევს იმ სასჯელის მოხდა, რომელიც მას აქვს შეფარდებული. როდესაც გვაქვს ის მოცემულობა, რომ ადამიანები აქ არიან ოპოზიციაში და იქ არიან ხელისუფლებაში, ასეთ დროს შესაძლებელია ნებისმიერი წერილის მიღება უკრაინიდან მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics