08:47 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-25 11:26:25, 686 ნახვა

სამართალი
საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრების არჩევა მიმდინარეობს

საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრების არჩევა მიმდინარეობს. - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს წევრები, საქართველოს პროკურატურის, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

კონფერენციაზე, პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 9 კანდიდატიდან, ფარული კენჭისყრით საპროკურორო საბჭოს 3 ახალ პროკურორ წევრს აირჩევენ.  

ღონისძიება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა. გენერალურმა პროკურორმა საუბარი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით დაიწყო და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ სუვერენულ სახელმწიფოზე განხორციელებული აგრესია სრულიად მიუღებელია, დასაგმობია და არღვევს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას. ირაკლი შოთაძემ კონფერეციაზე დამსწრე პირებთან ერთად  უკრაინის ომში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

გენერალური პროკურორის განცხადებით, საპროკურორო საბჭოს, როგორც ინსტიტუტის არსებობა უმნიშვნელოვანესია პროკურატურის განვითარების, დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად. „გარდა იმ ძირითადი ფუნქციისა, რაც საპროკურორო საბჭოს კონსტიტუციით აქვს, საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრები მონაწილეობას იღებენ არანაკლებ მნიშვნელოვანი მუდივმოქმედი სათათბირო  ორგანოების მუშაობაში, რაც გულისხმობს პროკურატურის სტრატეგიულ განვითარებაში, თანამშრომელთა შერჩევა-დაწინაურების თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებში, სისხლის სამართლის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობას.'' - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

 ირაკლი შოთაძის თქმით, აუცილებელია მომავალში კიდევ უფრო გაიზარდოს საპროკურორო საბჭოს ჩართულობა პროკურატურის საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებებში და საბჭოს ფუნქციური დატვირთვა უფრო მრავალფეროვანი გახდეს, რაც საბოლოო ჯამში მოემსახურება პროკურატურის პროგრესსა და  უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას. 

ირაკლი შოთაძემ მადლობა გადაუხადა საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატებს გაცხადებული სურვილისთვის, საბჭოს ყოფილ წევრებს გაწეული ეფექტიანი სამუშაოსთვის, საორგანიზაციო ჯგუფს და ადმინისტრაციულ კომიტეტს პროცესის ორგანიზებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს მათი ჩართულობისა და გაწეული დახმარებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების  და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს პროცესის გამჭვირვალობის და საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფისთვის.

როგორც კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ მერაბ ჯერანაშვილმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც საქართველოს პროკურატურამ მოიპოვა კონსტიტუციური დამოუკიდებლობა და ფაქტობრივად დამოუკიდებლად, გამჭვირვალედ და სამართლიანობის პრინციპით განაგრძობს საქმიანობას, ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბჭოს როლი. "თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული ვართ პროკურატურის წინაშე და ჩვენმა არჩევანმა უნდა განაპირობოს პროკურატურის განვითარების შემდგომი ოთხი წელი" - აღნიშნა მან.

კონფერენციაზე ასევე, საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატებს მოუსმენენ, რის შემდეგაც ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება.

საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წელია, რომლის ამოწურვისთანავე საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება ასევე, თუ ის დაიკავებს საპროკურორო საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელ თანამდებობას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics