|
2022-03-25 11:11:41, 872 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით SMEDA პირველ რეგიონულ ბიზნესფორუმს ატარებს
მცირე და საშუალო მეწარმოების განვითარების ასოციაცია (SMEDA) პირველი ციფრული ასოციაციაა საქართველოში, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ, მცირე და საშუალო (SME) ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. „ჩვენ ვქმინთ უკეთეს ბიზნესგარემოს საქართველოში“ - ამ სლოგანის ქვეშ ორგანიზაციამ გააერთიანა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებული პროფესიონალები, რომლებიც ბიზნესთან, საჯარო სექტორთან, ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონორებთან, არასამთავრობო სექტორთან, საფინანსო ინსტიტუტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფენ მცირე და საშუალო ბიზნესის მნიშვნელოვანი როლის გამოკვეთას ქვეყნის ეკონომიკაში. ამ დროისთვის SMEDA-ს უკვე 170-მდე ოფიციალური წევრი ჰყავს და 2022 წლის ბოლომდე მათ 2000-მდე გაზრდას გეგმავს. SMEDA-ს უკვე რამდენიმე წარმატებული პროექტი დაუგროვდა. მათ შორისაა USAID-თან პარტნიორობითა და მხარდაჭერით შექმნილი პროექტები: აქსელერატორი starta, რომელიც ქალი მეწარმეების გაძლიერებისთვის შეიქმნა და ციფრული მარკეტინგული სააგენტო Martex, რომელიც კონკრეტულად მცირე და საშუალო ბიზნესზე მორგებულ ციფრულ მარკეტინგულ სერვისებს უზრუნველყოფს. SMEDA-ს მიზნების მისაღწევად განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ციფრულ ფორმატს ენიჭება, რომელიც ამ სფეროში SMEDA-მ სქართველოში პირველმა გამოიყენა და რომელიც მათ საშუალებას აძლევს, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად ითანამშრომლონ დედაქალაქიდან ყველაზე შორს მყოფ რეგიონებთან და იქ არსებულ მცირე და საშუალო ბიზნესებთან. აჭარის ბიზნესფორუმი, რომელიც „თიბისის“ მხარდაჭერით იმართება, ნაწილობრივ სწორედ ციფრულ ფორმატშია დაგეგმილი. SMEDA-ს წარმომადგენლების აზრით, ჰიბრიდული ფორმატი ამ ღონისძიების რადიუსს, მასშტაბს და ეფექტურობას გაზრდის. ბიზნესფორუმზე SMEDA-ს გარდა წარმოდგენილი იქნებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დონორები, ფინანსური ინსტიტუტები და რა თქმა უნდა, თავად მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)