|
2022-03-24 21:28:28, 1243 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ჟურნალისტთა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში, არასამთავრობოებს შეხვდა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე თავისუფალ ჟურნალისტთა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში, არასამთავრო ორგანიზაციების ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი"-ს, CENN-ისა და ,,ეკოვიტა"-ს წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ განცხადებას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებიც საგანმანათლებლო, გარემოს დაცვისა და აგრარული მიმართულებით საკითხებზე მუშაობენ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ისაუბრეს განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. ,,საინფორმაციო სახის შეხვედრაზე, მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და მხარეები, სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრას, მერის მოადგილეები და თანამშრომლები ესწრებოდნენ", - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)