01:01 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-24 21:20:34, 881 ნახვა

მსოფლიო
G7 მზადაა, რომ ორგანიზაციამ რუსეთის წინააღმდეგ „დამატებით სანქციებს საჭიროებისამებრ“ მიმართოს

G7-ის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან რუსეთს „მძიმე შედეგები დააკისრონ და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული დამატებითი ზომები, სწორედ ისე, როგორც საჭიროა“.

G7-ის წარმომადგენლებმა ერთობლივ განცხადებაში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ არჩეული ომი და მისი „გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და უკანონო“ აგრესია უკრაინაში დაგმეს.

დოკუმენტის მიხედვით, რუსეთმა სამხედრო ოპერაციების შეჩერების შესახებ საერთაშორისო სასამართლოს ბრძანება დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს.

G7-ის ლიდერებმა ასევე მოუწოდეს ბელარუსიას, „აერიდონ შემდგომი ესკალაცია და თავი შეიკავონ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალების გამოყენებისგან“. ამასთან ერთად, მათ მოუწოდეს მსოფლიოს „ყველა ქვეყანას, რომ რუსეთს სამხედრო ან სხვა ტიპის დახმარება არ გაუწიონ“.

„ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ პრეზიდენტ პუტინსა და ამ აგრესიის არქიტექტორებს თუ მის მხარდამჭერებს, ისევე როგროც ბელარუსის ლიდერის, ლუკაშენკოს რეჟიმს, პასუხისმგებლობა დავაკისროთ თავიანთ ქმედებებზე. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის მავნე და სრულიად უსაფუძვლო დეზინფორმაციულ კამპანიას უკრაინის, იმ სახელმწიფო წინააღმდეგ, რომელიც სრულად ასრულებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს. რუსმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მათ მიმართ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს. ეს არის პრეზიდენტი პუტინი, მისი მთავრობა და მხარდამჭერები, მათ შორის ბელარუსიის ლუკაშენკოს რეჟიმი, რომლებიც აწესებენ ამ ომს და მის შედეგებს. ეს არის მათი გადაწყვეტილება, რომელიც არღვევს რუსი ხალხის ისტორიას“, - ნათქვამია G7-ის წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics