|
2022-03-24 18:39:53, 903 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილი ევროსასამართლოს უჩივის ევროსასამართლოში - ყველა ვნახავთ, რა გამოვა აქედან
რას ასაჩივრებს სააკაშვილი? სანდრო გირგვლიანი არ მოუკლავთ და მისი უფლებები არ დარღვეულა? ვალერი გელაშვილის მიმართ უმძიმესი ანგარიშსწორება არ ყოფილა? ევროსასამართლოს ევროსასამართლოშივე უჩივის სააკაშვილი და ვნახოთ, რა გამოვა აქედან, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. „სააკაშვილის განცხადებები კიდევ ერთი თვალთმაქცობაა. სხვათა შორის, დღეს ჟურნალისტებთან ვსაუბრობდით, როგორ სცადეს მათ მამუკა მდინარაძის ბრიფინგის გადამღერება, თითქოს მან წინასწარ უკარნახა ევროსასამართლოს, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო ამ შუალედურ ეტაპზე. სინამდვილეში, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ თუ სასამართლო დასაშვებად ცნობს ამ საჩივრებს, „ნაცმოძრაობა“, დიდი ალბათობით, ამას გამარჯვებად გაასაღებს. ზუსტად ასეც მოხდა - გამოვიდა დღეს სააკაშვილი და თქვა, რომ ეს არის მისი უდიდესი გამარჯვება. როცა სტრასბურგში საჩივარი იგზავნება, იქ არის ორი ძირითადი ეტაპი. პირველ ეტაპზე სასამართლო განიხილავს, დასაშვებია თუ არა ეს საჩივარი, ამას ჰქვია კომუნიკაციის ეტაპი. როდესაც საჩივარი უკვე კომუნიცირებულია, იწყება არსებითი განხილვა და მტყუან-მართლის გარჩევა. სააკაშვილმა კი უკვე დღეს თქვა, რომ მან გაიმარჯვა. ეს არის სამართლებრივი ტყუილიც, პოლიტიკური ტყუილიც და მანიპულაციის კიდევ ერთი მაგალითი. ალბათ, ამას სერიოზულად ვერც მოვეკიდებით. რას უკავშირდება ეს საჩივრები? ევროსასამართლომ უკვე განიხილა გირგვლიანის და გელაშვილის საქმეები და პირდაპირ დაადგინა ადამიანის უფლებათა უმძიმესი დარღვევები. სააკაშვილი და მისი ხელისუფლება სასამართლომ ამხილა ორკესტრირებულად მოქმედებაში. ევროსასამართლომ თქვა, რომ პრეზიდენტი და მისი ყველა დაქვემდებარებული უწყება, ხელისუფლების ყველა შტო მოქმედებდა კოორდინირებულად, რათა არ აღსრულებულიყო მართლმსაჯულება. რას ასაჩივრებს სააკაშვილი? სანდრო გირგვლიანი არ მოუკლავთ და მისი უფლებები არ დარღვეულა? ვალერი გელაშვილის მიმართ უმძიმესი ანგარიშსწორება არ ყოფილა? ევროსასამართლოს ევროსასამართლოშივე უჩივის სააკაშვილი და ვნახოთ, რა გამოვა აქედან“, - აცხადებს თალაკვაძე. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვის არსებით ეტაპზე გადადის.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)