|
2022-03-24 18:10:29, 3813 ნახვა
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის რუბინთან კონტრაქტი შეაჩერა და ბათუმის დინამოში ითამაშებს
ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინთან” კონტრაქტი შეაჩერა. ამის შესახებ განცხადებას თავად რუსული კლუბი ავრცელებს. საფეხბურთო კლუბის საიტზე გამოქვყენებული განცხადების მიხედვით, ქართველი ნახევარმცველის წარმომადგენლებმა კლუბთან კონსულტაციები გამართეს, რომლის შედეგადაც მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება კონტრაქტის შეჩერების შესახებ. „საფეხბურთო კლუბ „რუბინმა“ და ქართველმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ კონტრაქტის შეჩერება გადაწყვიტეს. ფეხბურთელის მხარემ კლუბთან კონსულტაციები გამართა, რის შემდეგაც შრომითი ხელშეკრულების შეჩერებაზე ორმხრივ შეთანხმებას მიაღწიეს. მადლობა ხვიჩას რუბინში გატარებული დროისთვის და წარმატებებს გისურვებთ!“ – წერია კლუბის განცხადებაში. უცხოური გვერდები ამტკიცებენ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ჯერ ბათუმის „დინამოში“ ითამაშებს, შემდეგ კი ევროპაში წავა. სახელდება დაინტერესებული კლუბებიც – thehardtackle კვარაცხელიაზე წერს, რომ „ტოტენჰემი“ და „ლიდსი“ აქტიურობენ, იტალიური გამოცემები და „ნაპოლისა“, „მილანზე“ მიუთითებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)