17:35 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-24 15:18:50, 670 ნახვა

პოლიტიკა
IPM კვლევა - გამოკითხულთა 57% მზადაა, შესაძლებლობის შემთხვევაში, უკრაინაში დასახმარებლად ჩავიდეს

კვლევითმა ორგანიზაცია „აიფიემმა“  უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების კვლევა მოამზადა, რომელიც რაოდენობრივი მეთოდის ტექნიკით, სატელეფონო ინტერვიუების საფუძველზე ჩაატარა.

შეკითხვაზე, „შესაძლებლობა რომ მოგცემოდათ, გაემგზავრებოდით უკრაინის რომელიმე ქალაქსა თუ ოლქში, რათა შეგეთავაზებინათ თქვენი დახმარება მათთვის?“ გამოკითხულთა 57%-მა გამოთქვა მზაობა, რომ დახმარების შესათავაზებლად გაემგზავრობს უკრაინის რომელიმე ქალაქში ან ოლქში, 43%-მა კი აღნიშნა, რომ არ გაემგზავრებოდა უკრაინის რომელიმე ქალაქსა ან ოლქში დახმარების შესათავაზებლად.

ამავე კვლევის მიხედვით, კითხვაზე „რა ტიპის დახმარებისთვის წავიდოდა უკრაინაში?“ გამოკითხულთა 47.9% პასუხობს, რომ ყველანაირად შეეცდებოდა დახმარებას, რითიც შეძლებდა, მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვაზე მზაობას ჯამში 34% გამოთქვამს, აქედან 17% სამედიცინო/ფსიქო-სოციალურ, ხოლო 17% სამოქალაქომოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვას ასახელებს.

ამასთანავე, ამხედრო დახმარებისთვის გამოკითხულთა 10.6%-ია მზად, ხოლო დევნილებთან და ბავშვებთან დაკავშირებული დახმარებისთვის მზაობას, შესაბამისად რესპონდენტების 4.4% და 2.1% გამოთქვამს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics