17:35 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-24 14:27:17, 733 ნახვა

პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი - რუსეთის აგრესია უკრაინაზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა

რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

იენს სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელ სამიტზე მოკავშირეები დააფიქსირებენ მხარდაჭერას იმ პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის საფრთხის ქვეშ არიან.

„მე იმედი მაქვს, რომ ამ სამიტზე მოკავშირეები ნათლად დააფიქსირებენ მხარდაჭერას იმ პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის მხრიდან საფრთხის ქვეშ არიან და მათ შორისაა საქართველო. ნატო მრავალი წელია რაც ეხმარება საქართველოს, რომ გაატაროს რეფორმები და თავდაცვის სისტემების მოდერნიზება მოახდინოს. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზსს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, ბრიუსელში დღეს ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდნიც დაესწრება. ნატო-ს დღევანდელ სამიტზე ალიანსის წევრები ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალების გაძლიერებაზე შეთანხმდებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics