2022-03-23 17:29:29, 543 ნახვა
მსოფლიო
ირპინის მერი - ქალაქის 80%-ს უკრაინული ძალები აკონტროლებენ
ქალაქ ირპინის მერის, ოლეკსანდრ მარკუშინის განცხადებით, ქალაქის 80%-ს უკრაინელები აკონტროლებენ.
უკრაინულ ტელევიზიასთან საუბრისას მერმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა ქალაქი გამუდმებით იბომბება.
"ჩვენი ქალაქი გამუდმებით იბომბება GRAD სისტემით. ძალიან მასიურად. ოკუპანტები საცხოვრებელ ტერიტორიებს და მრავალსართულიან შენობებს ბომბავენ". - განაცხადა მარკუშინმა.
მისივე თქმით, ქალაქში 6 000-მდე ადამიანია რჩება, ხოლო პატარა ჯგუფების ევაკუაცია ყოველ დღე ხდება.
უკრაინის პოლიციას თქმით, იმ მოსახლეობის დახმარება და გაყვანა, ვინც კვლავ ირპენშია, მთავარ მიზნად რჩება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,