|
2022-03-23 11:36:53, 970 ნახვა
პოლიტიკა
DRI - „ალტ-ინფოს“ ყველაზე მსხვილი შემომწირველი, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს აფინანსებდა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი 2019 წლიდან აკვირდება საქართველოში ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფების აქტიურობას. - ამის შესახებ დემოკრატიის ინსტიტუტის ანგარიშშია ასახული. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განცხადებით, მკვეთრად პრორუსული საგარეო ვექტორის გამო, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია ახლად დაფუძნებული პოლიტიკური გაერთიანება „კონსერვატიული მოძრაობა“. "„კონსერვატიული მოძრაობა“ ულტრამემარჯვენე ღიად პრორუსული „ალტ-ინფოს“ პოლიტიკური წარმონაქმნია. მისი საშუალებით ულტრამემარჯვენე დაჯგუფება, რომელიც საზოგადოებაში თავდაპირველად ტელევიზიის ფორმით გამოჩნდა, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას ცდილობს. „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები 2021 წლის 5 ივლისის მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები არიან. თუმცა მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ დამდგარა. 2021 წლის 20 ნოემბერს პარტიის დამფუძნებლებმა ყრილობაზე ღიად განაცხადეს „კონსერვატიული მოძრაობის“ პრორუსული და ანტიდასავლური საგარეო ვექტორის შესახებ. პარტიად რეგისტრაციის შემდეგ „ალტ-ინფოს“ ჯგუფმა აქტიურად დაიწყო ოფისების გახსნა საქართველოს მასშტაბით. დეკემბრიდან მოყოლებული, „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ 60-მდე ოფისი გახსნა რეგიონებში. პარტიული ოფისების გახსნას რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ამასთანავე, ასეთმა სწრაფმა გაფართოებამ გააჩინა კითხვები პარტიის ფინანსურ რესურსთან დაკავშირებით. " - ნათქვამია ინფორმაციაში. DRI-ის წყაროს ინფორმაციით, თითოეული ოფისის ყოველთვიური ქირა 1,500-დან 2,500 ლარის ფარგლებში მერყეობს. ამ ხარჯს ასევე ემატება იმ პირების შრომის ანაზღაურებაც, რომლებიც „ალტ-ინფომ“ ადგილობრივ ოფისებში დაასაქმა. თითოეული ასეთი ოფისისთვის საშუალოდ გამოყოფილია 5-6 თანამშრომელი. მათი შრომის ანაზღაურება ამ ეტაპისთვის გასაიდუმლოებულია. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წყაროს გადმოცემით, თანამშრომელთა უმეტესობა ხელფასს არა საბანკო გადარიცხვით, არამედ ხელზე იღებს, რაც აღრმავებს ეჭვებს პარტიის დაფინანსების წყაროსა და ოდენობის შესახებ. "ოფისების უმეტესობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში იხსნება, რაც დიდ ხარჯებთან უნდა იყოს დაკავშირებული. თებერვლის მიწურულს პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის გვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია პარტიის დამფინანსებელთა შესახებ. ოფიციალური მონაცემებით, დაფუძნებიდან 22 მარტის ჩათვლით, პოლიტიკური პარტიის შემოსავალი უკვე 90,935 ლარია. პოლიტიკური გაერთიანების მიერ ოფიციალურად დეკლარირებული შემოწირულების ოდენობა ბოლო 6 დღის განმავლობაში თითქმის გასამმაგდა. თუ 2022 წლის 16 მარტის მდგომარეობით „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფიციალურად დეკლარირებული შემოწირულებების ჯამური ოდენობა 36,675 ლარი იყო, 21 მარტის შუადღის მონაცემებით ეს თანხა 44,725 ლარი გახდა. 22 მარტს კი, წინამდებარე ანგარიშისთვის საბოლოო სახის მიცემის დროისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თანხა 90,935 ლარია. ამ დროისთვის, პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველია ზეზვა ჩანქსელიანი. მან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სალომე ზურაბიშვილს 1,000 ლარი შესწირა. ინფორმაცია „კონსერვატიული მოძრაობის“ ფინანსების შესახებ დიდი ხნის განმავლობაში ხელმისაწვდომი არ იყო. გიორგი ქარდავას თქმით, „ალტ-ინფოსა“ და ახლა უკვე „კონსერვატიულ მოძრაობას“ დიდწილად კონსტანტინე მორგოშია აფინანსებს, თუმცა ინფორმაცია მორგოშიას მიერ პარტიის დაფინანსების შესახებ ოფიციალურად ხელმისაწვდომი არ არის. ოფიციალურად გამჟღავნებული შემოწირულებები კი არ შეიძლება საკმარისი იყოს უკვე გახსნილი ოფისების ქირის, თანამშრომელთა ხელფასებისა და სხვა ხარჯების გასასტუმრებლად." - აღნიშნულია DRI-ის ანგარიშში.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)