2022-03-22 21:25:03, 735 ნახვა
მსოფლიო
რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკში, ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკში, ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, მაშველებმა შენობიდან 7 ბავშვი პაციენტი და 15 ზრდასრული პირი გამოიყვანეს.
„სევეროდონეცკში რუსმა არაადამიანებმა ბავშვთა საავადმყოფოს ცეცხლი გაუხსნეს. სახურავის დაწვის შემდეგ, ჩვენმა მაშველებმა 7 ბავშვი პაციენტი და 15 ზრდასრული პირი გამოიყვანეს. მათგან 8 ექიმი. ისინი სასწრაფო წესით, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,