|
2022-03-21 17:34:52, 1451 ნახვა
რეგიონი
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბათუმში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების გამოფენა გაიმართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ქ. ბათუმის N26 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. უწყების ცნობით, სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 65 მოსწავლე სწავლობს, მათ შორის, 7 დაუნის სინდრომის მქონე მოზარდია. ბავშვებისათვის შექმნილია სპეციალური სწავლების პროგრამა. მოქმედებს თიხის დამუშავების საამქრო. წარმატებულია თექის, ხატვისა და ბატიკის შემსწავლელი ჯგუფი. ,,აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს სამინისტროს მიერ შეძენილი ტრანსპორტი ემსახურებათ უფასოდ. ქ.ბათუმის #26 საჯარო სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრში მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან უფასო კვებით. 2022 წელს გაიზარდა რეაბილიტაციის პროგრამების დაფინანსება, ბენეფიციარებისა და პროგრამებით გათვალისწინებული სეანსების რაოდენობა. მიმდინარე წელს სამინისტროს პროგრამებით ისარგებლებს 2000-ზე მეტი ბავშვი. დაფინანსდება 15 900 სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის კურსი. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ჩართული არიან ასევე ბათუმის მერიის ადრეული განვითარების პროგრამებში", - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)