2022-03-21 16:39:55, 865 ნახვა
მსოფლიო
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გაიმართა
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა და უკვე დასრულდა, - ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის წევრმა და ფრაქცია „სლუგა ნაროდის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა.
„შეხვედრა უკვე შედგა. 10:30-დან 12:00-მდე იყო ოფიციალური დელეგაციის შეხვედრა, შემდეგ კვლავ სამუშაო ჯგუფების მუშაობა გაგრძელდა. დღეს ვმუშაობთ მთელი დღის განმავლობაში", - განაცხადა დავით არახამიამ.
დავით არახამიამ მოლაპარაკებების პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა
ავტორი: ექსპრესნიუსი,