11:38 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-21 14:09:45, 491 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მთავრობამ „ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის წესის შესახებ“ დადგენილება დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ „ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის წესის შესახებ“ დადგენილება დაამტკიცა. 

აღნიშნული დადგენილება „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის მიხედვით დამტკიცდა. ქარსაფარი ზოლის აღდგენა და გაშენება სამეურნეო ღონისძიებათა ერთობლიობას წარმოადგენს და მიზნად ისახავს ქარსაფარი ზოლების ფუნქციური დანიშნულების შესრულებისა და სრულყოფა-გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად ამორტიზებული ქარსაფარი ზოლების აღდგენას ან/და ახალი ქარსაფარი ზოლების გაშენებას.

ქარსაფარი ზოლების აღდგენა და გაშენება განხორციელდება გეგმის საფუძველზე, რომელსაც ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის ან/და სპეციალური მოკვლევის შედეგების გათვალისწინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაამტკიცებს. 

ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული იქნება კონკრეტული მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი ქარების სიძლიერე, მათ მიმართ მდგრადი ხეების სახეობები, გაშენების მეთოდები და სხვა ღონისძიებები. აღნიშნული წესები ასევე არეგულირებს ქარსაფარი ზოლის მოვლისა და დაცვის ღონისძიებებს.

დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების ერთობლიობა ხელს შეუწყობს ნიადაგის ქარისმიერი ეროზიისგან დაცვას და მისი ნაყოფიერების შენარჩუნებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის შესაბამისი ნიადაგური და მიკროკლიმატური გარემოს უზრუნველყოფას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics