2022-03-21 13:47:02, 961 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის მედია - პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ჩასვლას განიხილავს
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინაში, კიევში ჩასვლას განიხილავს, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინის ბრძოლას ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ.
Daily Mail-ი წერს, რომ პრემიერ-მინისტრმა ოფიცილურ პირებს სთხოვა, გაარკვიონ უკრაინის დედაქალაქში მოგზაურობის პრაქტიკულობა, რათა ის უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდეს.
გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბორის ჯონსონს „სურს კიევში ჩასვლა“, თუ ეს შესაძლებელი იქნება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,