17:35 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-19 12:20:03, 1089 ნახვა

პოლიტიკა
ბრიტანეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ რუსეთი მოლაპარაკებებს შეტევითი ძალების გადაჯგუფებისთვის იყენებს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელიზაბეტ ტრასსმა დაადანაშაულა რუსები უკრაინასთან მოლაპარაკებების გამოყენებაში, რათა შეძლეს შეტევითი ძალების გადაჯგუფება.

ამის შესახებ, Sky News-ი  იუწყება.
როგორც ტრასმა აღნიშნა, მოლაპარაკებები იყო „კვამლის ფარდა“ და ის „სკეპტიკურადაა განწყობილი“ კრემლის მიზნების მიმართ.
"თუ ქვეყანა მოლაპარაკებებს სერიოზულად ეკიდება, ამ დღეს ქაოტურად არ დაბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას. რაც ჩვენ ვნახეთ არის მცდელობა, შექმნას სივრცე რუსების გადაჯგუფებისთვის... ჩვენ ვერ ვხედავთ რუსული ჯარების სერიოზულ გაყვანას ან რაიმე სერიოზულ წინადადებას მოლაპარაკებების მაგიდაზე“, - განაცხადა მინისტრმა.
ტრასმა თქვა, რომ რუსები "იტყუებიან და გააგრძელებენ ტყუილს": "მეშინია, რომ მოლაპარაკებები ყურადღების გადატანისა და კვამლის ფარის შექმნის კიდევ ერთი მცდელობაა". -ხაზგასმით აღნიშნა მან.

16 მარტს Financial Times-მა გამოაქვეყნა მასალა რუსეთსა და უკრაინას შორის მიღწეული პროგრესის შესახებ „მშვიდობის გეგმის“ 15 პუნქტში. მოლაპარაკების სამი მონაწილის თქმით, საუბარია ცეცხლის შეწყვეტაზე და ჯარების გაყვანაზე 2022 წლის 24 თებერვლიდან მიტაცებული ტერიტორიებიდან, იმ გარანტიით, რომ უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდება.

მიხაილ პოდოლიაკმა,პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მოგვიანებით პუბლიკაციას რუსული დელეგაციის "პროექტი" უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics