2022-03-18 19:37:37, 646 ნახვა
მსოფლიო
გაერო - უკრაინაში, რუსი ოკუპანტების შეჭრუდან, სულ მცირე 816 მშვიდობიანი მოქალაქე მაინც დაიღუპა
გაერო-ს ცნობით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, სულ მცირე 816 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანების უმეტესობა მძიმე არტილერიისა და სარაკეტო გამშვების, ასევე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების მსხვერპლი გახდა.
მედიის ცნობით, რეალურად, დაღუპულთა ზუსტი რიცხვი ბევრად უფრო მაღალია, რადგან გაერო-ს მონიტორინგის სამსახურები ვერ იღებენ სანდო ინფორმაციას ალყაში მოქცეული ისეთი ქალაქებიდან, როგორიცაა მარიუპოლი.
ამბავს BBC News იუწყება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,