00:29 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-18 10:54:22, 2282 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 18 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 331 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 623 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 708 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 872 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 640 550-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.19% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.61%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 913 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 594 924-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 630 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 872 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 414 შემთხვევა, აჭარა - 27, იმერეთი - 107, ქვემო ქართლი - 33, შიდა ქართლი - 42, გურია - 60, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84, კახეთი - 61, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 28 970 საიდანაც, 920 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 433, აჭარაში - 69, იმერეთში - 212. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 249 პირი, მათ შორის, თბილისში - 125, აჭარაში - 35, იმერეთში - 43. 28 050 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics