2022-03-18 10:26:39, 658 ნახვა
მსოფლიო
ლვოვში თავდასხმის სიგნალების ხმა ისმის - ოკუპანტებმა საჰაერო იერიში აეროპორტის ტერიტორიაზე მიიტანეს
უკრაინის ქალაქ ლვოვში დილით რამდენჯერმე აფეთქებების ხმა გაისმა.
ქალაქის მერის ინფორმაციით, რაკეტები აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდა.
ამ დროისთვის ადგილზე ვითარება ზუსტდება.
„ სააერო იერიში განორციელდა ლვოვის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ATP-1-ის შენობებში დაზიანებულია ფანჯრები . ადგილზე ვითარება ზუსტდება და მოგვიანებით გამოქვეყნდება. ფრთხილად იყავით, მიჰყევით მითითებებს საჰაერო იერიშის დროს და არ გაავრცელოთ ფოტოები დაბომბვის ადგილიდან“, - წერს მერი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,