19:00 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-18 09:58:51, 1103 ნახვა

პოლიტიკა
ენტონი ბლინკენი - აშშ ვერ ხედავს ნიშნებს, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არის შეჩერდეს

შეერთებული შტატები ვერ ხედავს ნიშანს, რომ პუტინი მზად არის დიპლომატიური გზით, შეაჩეროს და დაასრულოს ომი უკრაინაში .

ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

"ახლა ვერ ვხედავ ნიშანს, რომ პუტინი მზად არის შეჩერდეს. პირიქით, თუ მის ბოლო განცხადებებს მოუსმენთ, ისინი ვარაუდობენ, რომ ის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს", - ხაზგასმით აღნიშნა მან.

სახელმწიფო მდივანმა ასევე დასძინა, რომ დიპლომატია მოითხოვს მოლაპარაკების ორივე მხარის პასუხისმგებლობას და დაუყოვნებლივ დეესკალაციას. თუმცა, რუსეთი მოლაპარაკების ხასიათზე არ არის.

„მე არ მინახავს რუსეთის მხრიდან რაიმე მნიშვნელოვანი ძალისხმევა ამ ომის დასასრულებლად, რომელსაც ის დიპლომატიური გზით აწარმოებს“, - თქვა ბლინკენმა.

მისი თქმით, ვაშინგტონი მტკიცედ დაუჭერს მხარს კიევის ძალისხმევას დიპლომატიური საშუალებებით, მიაღწიოს დეესკალაციას, ცეცხლის შეწყვეტას და რუსული ჯარების გაყვანას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics