18:59 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-17 14:27:40, 876 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში შესვლის შეფერხებაში გერმანია დაადანაშაულა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ გერმანია თანამონაწილეა ევროპაში ახალი კედლის შენებაში, როდესაც ის ანელებს უკრაინის ევროკავშირში შესვლის პროცესს. 

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა  ბუნდესტაგში, გერმანელი დეპუტატების წინ ვირტუალური გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ბევრ გერმანელს არ სურს რუსეთის შეზღუდვა ისე, როგორც ამას სიტუაცია მოითხოვს. 

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, გერმანია, რომელიც ადრე ეწინააღმდეგებოდა უკრაინის სწრაფ ინტეგრაციას დასავლურ სამყაროსთან, პასუხისმგებელია ნაწილობრივ რუსეთის მიერ თავდასხმაზე. 

„როდესაც ჩვენ გეკითხებოდით თქვენ - რა უნდა გააკეთოს უკრაინამ, რომ გახდეს ნატო-ს წევრი, პასუხად ვისმენდით, რომ ასეთი გადაწყვეტილება მაგიდაზე არ დევს და არ დაიდება. და ახლა თქვენ აჭიანურებთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. თქვენთვის ეს პოლიტიკაა, სინამდვილეშ კი ეს ქვებია, ქვები ახალი კედლისთვის, ევროპის გამყოფი კედლისთვის", - დაძინა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე მოუწოდა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, „დაანგრიოს კედელი“, რომელიც ახლა შენდება ევროპაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics