19:00 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-17 13:28:17, 714 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური - ჩვენს უცხოელი პარტნიორების მნიშვნელოვან მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობთ, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2021 წლის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დონორების მხარდაჭერით,  2 000 000-მდე აშშ დოლარის აღჭურვილობა გადმოეცა და 2000-მდე თანამშრომელი გადამზადდა.

მისივე თქმით, დონორების და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გაძლიერდება სანაპირო თუ სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობები.  განხორციელდება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები.

„გაღრმავდება საერთაშორისო ურთიერთობები ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან. დონორების და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გაძლიერდება სანაპირო თუ სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობები.  განხორციელდება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები.

2021 წელს ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდა ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, ეს იყო გეგმიური ანგარიშები თუ საინფორმაციო შეხვედრები, მათი მხარდაჭერა, რომელსაც მუდმივად ვგრძნობთ,  ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics