14:11 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-17 13:20:27, 1213 ნახვა

საზოგადოება
2022 წელს ახალი სახანძრო-სამაშველო შენობების სამშენებლო სამუშაოები კასპში, ხულოში, ბორითსა და ონში დასრულდება

გასულ წელს მარტვილში, წალენჯიხასა და ჩოხატაურში აშენდა საგანგებო სიტუაციების მართვის ახალი შენობები. თანამედროვე შენობები მორგებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა საჭიროებებზე და შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში  ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, ახალ შენობებში მეხანძრე-მაშველების საქმიანობისთვის ყველა აუცილებელი პირობაა შექმნილი. მისივე თქმით, 2022 წელს დასრულდება სახანძრო-სამაშველო შენობების სამშენებლო სამუშაოები კასპში, ხულოში, ბორითსა და ონში.

„2022 წელს დასრულდება ახალი სახანძრო-სამაშველო შენობების სამშენებლო  სამუშაოები კასპში, ხულოში, ბორითსა და ონში. დაგეგმილია სხვადასხვა სახის აღჭურვილობისა და ინვენტარის შეძენა, ფორმის განახლება.  გაგრძელდება პროექტის - "მოხალისე" იმპლემენტაცია, სადაც ეტაპობრივად ჩაერთვება საქართველოს სხვადასხვა რეგიონი.

მოხდება ინტერაქტიული რუკის სრულყოფა, რომლის მეშვეობით შესაძლებელი გახდება: სახანძრო/სამაშველო ჯგუფების გადაადგილების ონლაინხედვა და მათი სტატუსების მონიტორინგი, ინციდენტამდე მისასვლელი ოპტიმალური გზებისა და გზის დატვირთულობის განსაზღვრა.  ასევე,  კავშირის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, იგეგმება რადიო და ფიჭური კავშირის დაფარვის ზონების გაფართოება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics