|
2022-03-17 12:59:27, 702 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „2021 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირთა მონიტორინგი. ამ მიზნით, მიღებულ იქნა შესაბამისი კანონმდებლობა და აქტიურად დაიწყო მისი აღსრულება. ამასთანავე, აღნიშნულ დანაშაულებზე მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა გამომძიებელთა გადამზადება და ამ ეტაპზე 240 სპეციალიზებული გამომძიებელი უზრუნველყოფს მსგავსი ტიპის დანაშაულებების გამოძიებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმა დამტკიცდა, ასევე შეიქმნა საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია დაევალა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს“ ,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
შიო III-ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარი
მიტროპოლიტი ისაია - მთავარი პრიორიტეტია საქართველოსთვის ზრუნვა, ვფიქრობ, ამ საქმეში პატრიარქი მარტო არ იქნება
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)