18:21 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-17 12:44:56, 697 ნახვა

სამართალი
ვახტანგ გომელაური - თბილისის მასშტაბით, უკვე ყველა უბანში მუშაობს და საზოგადოებრივ წესრიგს იცავს 400-მდე მართლწესრიგის ოფიცერი

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოს  პარლამენტში,   „მინისტრის საათის“ ფორმატში, სამინისტროს მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს.

ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, უკვე ყველა უბანში მუშაობს 400-მდე  მართლწესრიგის ოფიცერი.

„მოქალაქეთა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და დაცულობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით,  საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის  პროექტის ფარგლებში,  სრულად გაუქმდა უბნის ინსპექტორის სამსახური და თბილისის მასშტაბით უკვე ყველა უბანში მუშაობს და საზოგადოებრივ წესრიგს იცავს 400-მდე  მართლწესრიგის ოფიცერი.

რეფორმა გრძელდება და კონცეფციის სრულყოფილად ასამუშავებლად იგეგმება მართლწესრიგის ოფიცრების რაოდენობის ეტაპობრივი ზრდა და ინსტიტუტის ქვეყნის ყველა მსხვილ ქალაქში დანერგვა“.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს იგეგმება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის შექმნა. რომელიც 2005 წელს გაუქმდა.

„კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მიმდინარე წელს იგეგმება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის შექმნა, რომელიც 2005 წელს გაუქმდა. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, რეგიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების პარალელურად,  გაიზარდა ტურისტული ნაკადები და შესაბამისად, საჭირო გახდა დეპარტამენტის ცალკე გამოყოფა,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics