16:51 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-16 18:07:14, 582 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - დასავლეთი ვერ შეძლებს „ბოლომდე დააჭიროს“ რუსეთს, „სპეცოპერაცია“ უკრაინაში ბოლომდე იქნება მიყვანილი

დასავლეთი არ აპატიებს რუსეთს დაოუკიდებელ კურსს და შეეცდება, „ბოლომდე დააჭიროს“ მას და დაარღვიოს ტერიტორიული მთლიანობა, თუმცა აშშ-ს და მის მოკავშირეებს ამის გაკეთება არ გამოუვათ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. 

მანვე აღნიშნა, რომ სპეციალური ოპერაცია უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაფიკაციაზე ბოლომდე იქნება გატარებული.

მანვე დასძინა, რომ აღნიშნული „ოპერაციის“ ამჟამინდელი ფორმატი იყო ერთადერთი შესაძლებლობა. 

„რუსული ჯარები მხოლოდ დონბასში რომ მოქმედებდნენ, ეს არ გამოიწვევდა საფრთხის აღმოფხვრას, იქ ახალი ფრონტის ხაზი გაივლიდა", - დასძინა პუტინმა. 

ამასთანავე, პუტინმა აღნიშნა, რომ დასავლეთი კიევის ხელისუფლებას სისხლისღვრისკენ უბიძგებს იარაღისა და დაქირავებუი ჯარისკაცების მიწოდებით. 

პუტინმა აღნიშნა, რომ კრემლმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დონბასიდან ქვედანაყოფების გაყვანა შესთავაზა.

„პირველად მინდა ვთქვა ეს: სპეცოპერაციის დასაწყისშივედ, სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, კიევის ხელიოსუფლებას სთხოვეს არ ჩართულიყვნენ საომარ მოქმედებებში, უბრალოდ გაეყვანათ ჯარი დონბასიდან. არ მოუნდათ. ეს მათი გადაწყვეტილებაა. იმის გაცნობიერება, რაც ხდება რეალურ სიტუაციასი, დედამიწაზე, აუცილებლად მოხდება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics