|
2022-03-16 15:01:58, 1233 ნახვა
რეგიონი
ქალაქ კასპში ცხვედაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
ქალაქ კასპში ცხვედაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში ცხვედაძის ქუჩაზე მიმდინარეობს გზის საფუძვლის მოწყობა, წინა მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ასფალტის დაგება დაიწყება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. გარდა აღნიშნული ქუჩისა, მიმდინარეობს მიმდებარე - ჯავახიშვილს ქუჩის რეაბილიტაციაც. ორივე პროექტის ღირებულება 424 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს „შარა“ ახორციელებს. ,,საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით 2022 წელი აქტიურ რეჟიმში დავიწყეთ. ცხვედაძის ქუჩა აუცილებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა, პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა და ტრანსპორტი კეთილმოწყობილი გზით შეძლებს გადაადგილებას" - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)