|
2022-03-16 10:56:54, 2409 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 1 099 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 10 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 281 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 180 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 101 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 099 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 638 790-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 12.39% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.41%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 800 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 591 180-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 595 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 099 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 494 შემთხვევა, აჭარა - 46, იმერეთი - 154, ქვემო ქართლი - 41, შიდა ქართლი - 79, გურია - 65, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 82, კახეთი - 87, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 989 საიდანაც, 1068 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 518, აჭარაში - 67, იმერეთში - 222. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 306 პირი, მათ შორის, თბილისში - 154, აჭარაში - 43, იმერეთში - 52. 29 921 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)