15:43 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-15 13:19:27, 512 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და პერსონალური სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და პერსონალური სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა

„როდესაც პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გრძელდება, ასევე გრძელდება ჩვენი გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და დავასანქციროთ კრემლის სამხედრო ტექნიკის დაფინანსება. სანქციების მეოთხე პაკეტი კიდევ ერთი დიდი დარტყმაა ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ ბაზარზე, რომელსაც რუსეთი ეყრდნობა უკრაინაში შეჭრის განსახორციელებლად. სანქციების მიზანია, რომ ვლადიმერ პუტინმა შეწყვიტოს ეს არაადამიანური და უაზრო ომი", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა.

ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების მეოთხე პაკეტი მოიცავს:

1. ტრანზაქციების აკრძალვას ზოგიერთი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებთან;

2. ნებისმიერი რუსი პირისთვის ან სუბიექტისთვის საკრედიტო რეიტინგის ნებისმიერი სერვისის მიწოდების აკრძალვას, ისევე როგორც საკრედიტო რეიტინგის აქტივობებთან დაკავშირებით ნებისმიერ სააბონენტო სერვისებზე წვდომის აკრძალვას;

3. იმ პირთა სიის გაფართოებას, რომლებსაც აქვთ კავშირი რუსეთის თავდაცვით-საწარმო ბაზასთან, რომლებსაც უწესდება უფრო მკაცრი შეზღუდვები იმ მასალებსა და ტექნოლოგიებზე, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ტექნოლოგიურ დახვეწას

4. რუსეთის ენერგო სექტორში ახალი ინვესტიციების განხორციელების აკრძალვას, ასევე ენერგო ინდუსტრიისთვის ყოვლისმომცველი შეზღუდვების წარმოდგენას აღჭურვილობის, ტექნოლოგიისა და სერვისის ექსპორტზე;

5. შემდგომი სავაჭრო შეზღუდვების წარმოდგენას რკინისა და ფოლადის, ასევე ფუფუნების საგნების მიმართულებით;





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics