|
2022-03-14 21:21:18, 611 ნახვა
საზოგადოება
მედიკამენტების თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ, იმპორტირებულ პრეპარატებზე ფასები განახევრდა და მეტ შემთხვევაში 60-80%-ით შემცირდა
მედიკამენტების თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ, თურქეთიდან იმპორტირებულ პრეპარატებზე ფასები საგრძნობლად შემცირდა. მნიშვნელოვანია, რომ ფასები განახევრდა და მეტ შემთხვევაში 60-80%-ით შემცირდა ისეთ მედიკამენტებზე, რომლებიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. მაგალითისთვის, გულ-სისხლძარღვთა სამკურნალო ტაბლეტი „ატაკანდი“ დღეს 84%-ით ნაკლები ღირს და მისი ფასი 79 ლარის ნაცვლად 12 ლარია. 41 ლარის ნაცვლად 9 ლარი ღირს „დიოვანი“. მოსახლეობის 91%-ით ნაკლების გადახდა მოუწევს „კრესტორი“-ს ტაბლეტებში, მედიკამენტის ფასი დღეს, სხვადასხვა აფთიაქებში 9 ლარიდან 15 ლარამდე მერყეობს, მანამდე კი პრეპარატის ფასი 110 ლარს აჭარბებდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გაიაფდა დიაბეტის, ჰორმონალური, ნევროლოგიური, ძვალ-სახსროვანი, ასევე სასუნთქი სისტემისთვის განკუთვნილი პრეპარატები. „ინსულინი ლანტუსი“-ს შეძენა 238 ლარის ნაცვლად 43 ლარად არის შესაძლებელი. „არიმიდექსი“ 78 ლარის ნაცვლად - 29₾. „ბეტასერკი“ 26 ლარის ნაცვლად - 8₾. „აკლასტა“ 867 ლარის ნაცვლად - 223₾. „სიმბიკორტი“ 84 ლარის ნაცვლად - 15₾. „ეს ქართულ ბაზარზე უკვე შემოსული, თურქული მედიკამენტების არასრული ჩამონათვალია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური აღნიშნავს, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში უკვე 50-მდე მედიკამენტის რეგისტრაციაზე არის განაცხადი შესული, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო დაჩქარებული რეჟიმით განიხილავს. მინისტრის მოადგილის თქმით, დაახლოებით ერთ თვეში, ხელმისაწვდომი მედიკამენტების რაოდენობა 200-მდე გაიზრდება. „წინა კვირაში ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ კოლეგას შეხვდა და ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხი და ასევე იმპორტის პროცესის დაჩქარება იყო. ამ კვირაში, ასევე იგეგმება ჩემი ვიზიტიც, რომლის ფარგლებშიც, მწარმოებელ კომპანიებს შევხვდები, იმისთვის, რომ იმპორტის პროცესი გამარტივდეს და დაჩქარდეს. შესაბამისად ველოდებით, რომ დაახლოებით ერთ თვეში ასორტიმენტიც, ხარისხიც და ფასიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“,- აღნიშნავს ილია ღუდუშაური. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოში თურქული ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა. ამ ეტაპზე, 35-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შეძენა განახევრებულ ფასად, ხშირ შემთხვევაში კი 60-80%-ით ნაკლებ ფასად არის შესაძლებელი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)