|
2022-03-14 16:00:13, 1147 ნახვა
რეგიონი
კასპში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ამჯერად დასახლებების საერთო კრებები ლამისყანის, ოკამის, აღაიანისა და წინარეხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართა. მოსახლეობასთან შეხვედრებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები დაესწრნენ. საერთო კრებებზე მოსახლეობამ სოფლისთვის ის პრიორიტეტები განსაზღვრა, რაც "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსების ფარგლებშია შესაძლებელი. ადგილობრივებმა პრიორიტეტად ძირითადად შიდა საუბნო გზების მოხრეშვა, სანიაღვრე არხების წმენდის, გარე განათების, სპორტული ინფრასტრუქტურის და ბავშვთა გასართობი სივრცეების მოწყობა დაასახელეს. გასულ 2021 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტში 99 პროექტი განხორციელდა. 2022 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კასპის მუნიციპალიტეტში 950 000 ლარი დაიხარჯება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)