13:37 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-11 19:44:23, 686 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - ევროკავშირთან, ნატო-სთან და G7-თან ერთად, რამდენიმე ახალი ნაბიჯის გადადგმას ვაპირებთ, რათა პუტინზე მეტი ზეწოლა განვახორციელოთ

„ევროკავშირთან, ნატო-ს სხვა მოკავშირეებთან და G7-თან ერთად ერთობლივად ვაპირებთ, რომ რამდენიმე ახალი ნაბიჯი გამოვაცხადოთ, რათა პუტინზე მეტი ზეწოლა განვახორციელოთ“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

 „მე ვუთხარი მას, როგორც ყოველთვის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ შეერთებული შტატები დგას უკრაინის ხალხის გვერდით“, - თქვა მან თეთრ სახლში. .

„რადგან პუტინი აგრძელებს თავის დაუნდობელ თავდასხმას, შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები, პარტნიორები აგრძელებენ მუშაობას პუტინზე ეკონომიკური ზეწოლის გასაძლიერებლად და რუსეთის გლობალურ ასპარეზზე იზოლაციისთვის. მოგვიანებით, ნატო-ს სხვა მოკავშირეებთან და G7-თან ერთად, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო, ისევე როგორც ევროკავშირი, ჩვენ ერთობლივად ვაპირებთ გამოვაცხადოთ რამდენიმე ახალი ნაბიჯი, რათა ზეწოლა განვახორციელოთ პუტინზე და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა დავაკისროთ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, დღეს, იგი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთხელ ელაპარაკა და დაარწმუნა, რომ „როგორც ყოველთვის, შეერთებული შტატები უკრაინის ხალხის გვერდით დგას“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics