20:28 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-11 18:16:15, 906 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ჰააგის გადაწყვეტილებაზე - ცალსახად დაწერეს, რომ ქართული მხარე უდანაშაულოა, მთავრობა თავხედურდ იწერს გამარჯვებას

სანამ წულუკიანი ქართველ სამხედროებს ებრძოდა, მე შევკრიბე წამყვანი იურისტები, რათა ისინი დამეცვა" -   ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ. 

 

ექს-პრეზიდენტის თქმით, თეა წულუკიანმა, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ყველაფერი გააკეთა, რომ ტრიბუნალი მიხელ სააკაშვილზე გამოსულიყო თუმცა საპირისპირო შედეგი მიიღეს.

"კიდევ ერთხელ ჰააგაზე. წულუკიანმა ივანიშვილის დავალებით ყველაფერი გააკეთა, რომ ტრიბუნალი ჩემზე გამოსულიყო და სრულიად საპირისპირო შედეგი მიიღეს! პირველად ტრიბუნალის ისტორიაში, სადაც ყოველთვის ორივე მხარეს ამტყუნებდნენ, ახლა ცალსახად დაწერეს, რომ ქართული მხარე უდანაშაულოა. დღეს თავხედურად, მთავრობა თავის თავზე იწერს გადაწყვეტილებას. 

სანამ წულუკიანი ქართველ სამხედროებს ებრძოდა, მე შევკრიბე მსოფლიოს წამყვან იურისტთა ჯგუფი, რათა ისინი დამეცვა. შარშანწინ მათი საბოლოო, 300-გვერდიანი მოხსენება გამოაქვეყნეს. სასამართლომ პრაქტიკულად გაიმეორა ამ დასკვნის თეზისები. 

ეს გადაწყვეტილება არის ცალსახა პასუხი. ყველაზე სამწუხაროა, რომ რუსებმა სალომე ზურაბიშვილის განცხადება მტკიცებულებად წარადგინეს სასამართლოში, თუმცა ეს არ იქნა გათვალისწინებული, ისევე როგორც რუსეთის სხვა მტკიცებულებები, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს შემდეგ საქართველომ მორიგი გამარჯვება მოიპოვა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი მძიმე დარღვევები შეერაცხება რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების კონკრეტულ წარმომადგენლებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics