15:21 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-11 17:12:06, 631 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს საბანკო სექტორი უკრაინის მხარდასაჭერას განაგრძობს

საქართველოს საბანკო ასოციაციის სახელით, თბილისში უკრაინის საელჩოსთან და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან კოორდინაციით, უკრაინის მიმართულებით ჩვენი მეგობარი უკრაინლების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა.

საქართველოს საბანკო სექტორი სოლიდარული და ერთიანია უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. ამ მიმართულებით სექტორმა არაერთი ნაბიჯი გადადგა და განაგრძობს ძალისხმევას:

  • ჰუმანიტარული მიზნებისთვის ქართულ ბანკებში შეიქმნა სპეციალური საქველმოქმედო ანგარიშები, რომლებშიც თავმოყრილი თანხა იგზავნება უკრაინაში შექმნილ საქველმოქმედო ანგარიშებზე და აგრეთვე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანგარიშებზე.
  • უკრაინის  მიმართულებით საქველმოქმედო და ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადარიცხვების განხორციელება ზოგიერთ ბანკში უფასო გახდა და გადარიცხვის  საკომისიოს ბანკები დაფარავენ.
  • ასევე, ზოგიერთ ბანკში უფასოა საერთაშორისო ფულადი გზავნილები უკრაინის მოქალაქეებისთვის.
  • ბანკები ჩაერთნენ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის (წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და სხვა), სამთავრობო („აწარმოე საქართველოში“) და კერძო სექტორის ინიციატივებში და კოორდინირებულად უცხადებენ მხარდაჭერას უკრაინას.
  • საბანკო სექტორის ერთიანი ძალისხმევით, ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინის მიმართულებით.    
  • ზოგიერთი ბანკის ბანკომატებში უკრაინული ბანკების ბარათებით სარგებლობისას თანხის განაღდებაზე მოიხსნა საკომისიო გადასახადი

სამომავლოდ დაგეგმილია არაერთი აქტივობა, რომელიც მიმართულია უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.

საბანკო სექტორი სტაბილურად, ერთსულოვნად და კოორდინირებულად მუშაობს ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა მხარი  დაუჭიროს უკრაინას ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის ამ რთულ პერიოდში.

საქართველოს საბანკო სექტორს აქვს საკმარისი ლიკვიდურობა და კაპიტალი, რათა სტაბილურად და მდგრადად განაგრძოს ოპერირება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics