13:36 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-11 17:07:01, 533 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ META-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარება მოითხოვა

რუსეთის გენერალური პროკურატურა "მეტას" ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარებას და რუსეთის ფედერაციაში მისი საქმიანობის აკრძალვას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პროკურატურა ავრცელებს.

„ექსტრემისტულ ქმედებებთან ურთიერთობის შესახებ“ ფედერალური კანონის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოში გაგზავნა განცხადება Meta Platforms Inc. ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნობის და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მისი საქმიანობის აკრძალვის შესახებ. “ - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სოციალური პლატფორმები Facebook და Instagram ზოგიერთ ქვეყნაში მომხმარებლებს დროებით მისცემს საშუალებას, განათავსონ სიძულვილის ენის შემცველი მოწოდებები რუსებისა და რუსი ჯარისკაცემის მიმართ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის კონტექსტით. რუსი ჯარისკაცების მიმართ ძალადობის მოწოდების პოლიტიკის დროებითი ცვლილება ეხება სომხეთს, აზერბაიჯანს, ესტონეთს, საქართველოს, უნგრეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, რუმინეთს, რუსეთს, სლოვაკეთსა და უკრაინას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics