12:52 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-11 00:11:23, 800 ნახვა

მსოფლიო
ჩერნიგოვის რაიონში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქი ნიჟინი დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

ჩერნიგოვის რაიონში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქი ნიჟინი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული ქალაქის მერი, ალექსანდრე კოდოლა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, უკანასკნელი ცნობებით, თავდასხმას 2 პირი ემსხვერპლა და დაშავდა 8 ადამიანი.

„2022 წლის 10 მარტი, საღამო. ეშმაკურად მოქმედებენ, ოკუპანტები, არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წესებს, ახორციელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას დასახლებებში და მაგისტრალებზე. ასე რომ, ამ მომენტში უფრო უსაფრთხოა სახლში დარჩენა ან თავშესაფარი.

დღეს, 14:20 საათზე, რუსეთის ფედერაციის „ქარიშხლის“ მიერ დაბომბვა მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია 8 დაშავებულსა და 2 დაღუპულზე. აფეთქების შედეგად დაზიანდა 40 მეტრი თერპლოტრა, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, დღის ბოლომდე გათბობა სახლებში უნდა აღდგეს.

ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 4 სახლი, სარემონტო სამუშაოები ხვალ განახლდება. მე-17 სკოლაში, 25-ე საბავშვო ბაღსა და მე-6 საოჯახო მედიცინის ამბულატორიაში, აფეთქების შედეგად მინები დაზიანდა, შესაბამისი სამსახურები საგანგებო სიტუაციის შედეგებს აცილებენ.
სოციალური სერვისები ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ მოსახლეობის შესაბამის კატეგორიებს“, - აღნიშნა ნიჟინის მერმა, ალექსანდრე კოდოლამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics