11:53 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-10 14:07:56, 501 ნახვა

მსოფლიო
დმიტრო კულებას განცხადებით, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ შეთანხმდნენ

ანტალიაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებასა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს შორის მოლაპარკებები დასრულდა.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, აცხადებს სერგეი ლავროვი შეხვედრაზე ტრადიციულ ნარატივს მიყვებოდა და უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა.

კულებას განცხადებით, შეხვედრაზე მინისტრმა უკრაინაში 24 საათიან ცეცხლის შეწყვეტაზეც ისაუბრა.

"საათნახევრიანი დისკუსია მიდოდა საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვთან და თურქეთის საგარეოს მინისტრთან.  მინისტრი ლავროვი ტრადიციულ ნარატივს მიჰყებოდა გავაკეთე ყველაფერი, რომ სულ მცირე დიპლომატიური გადაწყევტილება მომენახა ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელიც ვითარდება საბრძოლო რეგიონებში ტრაგიკული მდგომარეობაა მარუპოლში.

შეხვედრაზე მოვედი ჰუმანიტარული მიზნებით მომხდარიყო კოლიდორების მოწყობა. ქალაქიდან გამოგვეყვანა მოქალაქეები, ლავროვმა ვერ აიღო ვალდებულება საკუთარ თავზე, თუმცა იგი შესაბამის კონტაქტს დაგვპირდა ამ საკითხზე.

ამასთან, ჩვენ წამოვწიეთ 24 საათიანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხი. პროგრესს ვერ მივაღწიეთ, როგორც ჩანს რუსეთში სხვები იღებენ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. მე მზად ვარ კვლავ შევხვდე აღნიშნულ ფორმატში თუ იქნება დისკუსისთვის მიზნები, როცა ორი საგარეოს მინისტრი ხვდება ერთმანეთს მათ აქვთ მანდატი მშვიდობის საკითხებზე აწარმოონ მოლაპარაკები. მე მზად ვარ მოლაპარაკება უკრაინაში ომის დასრულების მიზნით გავაგრძელო, რათა გათავისუფლდეს უკრაინის ტერიტორია რუსული ძლებისგან." - განაცხადა დმტრო კულებამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics