|
2022-03-10 11:37:18, 601 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგია: ჩვენი მიზანია, ფერმერებს და მეწარმეებს ხელი შევუწყოთ სხვადასხვა ბაზარზე წვდომაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოდან რძის პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, მიზანმიმართულად არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა იმ განცხადების, რომელიც აღნიშნულ საკითხზე გაკეთდა. მისივე თქმით, საქართველო გარკვეულწილად რძის ნაწარმის იმპორტზეა დამოკიდებული და საწარმოებს არ აქვთ რესურსი, სხვადასხვა ბაზარზე განახორციელონ ექსპორტი. „მინდა კიდევ ერთხელ ავხსნა პროცესი თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი არის ჩვენ ფერმერებს, მეწარმეებს ხელი შევუწყოთ სხვადასხვა ბაზარზე წვდომაში. ამ მიმართულებით გვაქვს კონკრეტული შედეგები და ეს შედეგები აისახება კონკრეტულ რიცხვებში. ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში; ჩვენ ძალიან აქტიურ კამპანიას ვაწარმოებთ ღვინის ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით, სხვადასხვა კომპანიის ჩართულობით. ახლა ჩვენი ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან ამერიკაში შესაბამისი კომუნიკაციისთვის და მარკეტინგული კამპანიის საწარმოებლად. ამ მიმართულებებით გვაქვს ხელშესახები და კონკრეტული შედეგები. იგივე შეიძლება ითქვას სხვა პროდუქტების რეალიზაციის ხელშეწყობასთან დაკავშირებითაც. პირველ რიგში, ჩვენი პრიორიტეტული ბაზარი არის ევროკავშირი. ჩვენ ვმუშაობთ იმ სტანდარტების დანერგვაზე და იმ რეგულაციების შემოღებაზე, რომლებიც აუცილებელია ამ ბაზარზე ჩვენი ცხოველური წარმოშობის პროდუქტის შესატანად. გვაქვს პირველი შედეგიც - თაფლის ექსპორტის კუთხით, წინა წელთან შედარებით, 2021 წელს, 9-ჯერ გაიზარდა თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილია, რომ 2020 წელს ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ცხოველური წარმოშობის სურსათის ევრაზიის კავშირის წევრ ქვეყნებში შესაძლო ექსპორტთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი მეწარმეების თხოვნიდან გამომდინარე, მათი საქმიანობის ხელშეწყობისთვის გაკეთდა. ორი წლის შემდეგ, სულ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ პასუხი. რძის პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ მეწარმეების კომენტარებიც. დღეს ჩვენ გარკვეულ წილად დამოკიდებული ვართ რძის ნაწარმის იმპორტზე. ჩვენ საწარმოებს არ აქვთ რესურსი, რომ განვახორციელოთ ექსპორტი სხვადასხვა ბაზარზე. აქედან გამომდინარე, საკითხი აქტუალური არ მგონია, რომ იყოს”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს ეკატერინბურგს, - ერთი დრონი ცენტრში მაღალსართულიან კორპუს მოხვდა
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)