2022-03-10 10:56:44, 804 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის არმია კიევის მახლობლად კონტრშეტევაზე გადავიდა, განადგურებულია ოკუპანტების 5 ტანკი
უკრაინის არმია კიევის მახლობლად კონტრშეტევაზე გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრზე, ვადიმ დენისენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვადიმ დენისენკოს თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტების 5 ტანკი გაანადგურეს.
„საკმაოდ რთული ღამე იყო, თუმცა მთლიანობაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინულმა არმიამ კიევის მახლობლად კონტრშეტევა განახორციელა. ჩვენ გავანადგურეთ 5 ტანკი“, - განაცხადა მინისტრმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,